ახალი ამბები
სტუდენტებს პროკურორები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ესტუმრნენ
20 აპრილს გორის უნივერსიტეტს პროკურატურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სტუდენტებთან შეხვედრის მიზანს საგზაო მოძრაობის წესების გაცნობა წარმოადგენდა.

საქართველოს პროკურატურამ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონის პროკურატურების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულების პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები