ახალი ამბები
ალსა და ქვემო ოსიაურთან მისასვლელი გზები მოასფალტდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ოსიაურსა და ალს შორის მისასვლელი გზა მოასფალტდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტს მთავრობის გადაწყვეტილებით დამატებით 480 145 ლარი მისცეს.

ქვემო ოსიაურის 850-მეტრიან გზის მოასფალტებაზე სულ 276 188 ლარი დაიხარჯება, ცენტრალური ბიუჯეტი სამუშაოებისთვის 191 122 ლარს გამოყოფს.

რაც შეეხება ალის 1900-მეტრიან გზის მონაკვეთს, მასზე 417 664 ლარია გათვალისწინებული. აქედან 289 223 ლარს ცენტრალური ბიუჯეტი დაფარავს.

ცვლილებები 2017 წლის ბიუჯეტში უკვე შევიდა, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 20 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები