ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან წითელი ჯვრის თანხით ნაყიდ კარტოფილს დაუდგენელი დაავადება გაუჩნდა
,,ესეთი დაავადება შიდა ქართლში არასდროს დაფიქსირებულა" - ამბობს სოფელ ბერშუეთში მცხოვრები გია ზაუტაშვილი.

მას, დანარჩენ თანასოფლელებთან ერთად, წითელი ჯვრის საზოგადოება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ფულადი თანხით დაეხმარა.

გასული წლის გაზაფხულზე 15 ათასი კილოგრამი სათესლე მასალა შეიძინეს. დათესეს, თუმცა, შემოდგომით გაფუჭებული მოსავალი მიიღეს.  

ფერმერები ფიქრობენ, რომ სათესლე მასალა თავიდანვე დაზიანებული იყო.

წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან ორი ექსპერტის დასკვნის თანახმად, კარტოფილს ჩრჩილი (პეპელა) გაუჩნდა, რაც სანერგე მასალის ბრალეულობას გამორიცხავს.

პროექტის მოსარგებლეები აცხადებენ, რომ ჩრჩილის შემთხვევაში, მოსავალს ფოთლებზევე უნდა დატყობოდა დაავადება. ზაფხულში გადაღებული ფოტოების მიხედვით, კარტოფილის ყვავილი ჯანმრთელი იყო. დაავადება მხოლოდ ამოღების დროს შეამჩნიეს.












Print

სტატიის გამოყენების პირობები