ახალი ამბები
სოფელ გუდალეთში მანქანას მოძრაობისას ცეცხლი გაუჩნდა
მგზავრებმა მანქანიდან გადასვლა მოასწრეს.

ჯიპს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და, შემდეგ, რამდენიმე წუთში აფეთქდა.

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში, მთიან ზონაში, მოხდა.

ინციდენტისას მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრები სოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ და საფლავიდან ბრუნდებოდდნენ.

ავტომანქანის ძრავი ბენზინზე მუშაობდა.

მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. დეტალებს გამოძიება არკვევს.

გუდალეთი კავთისხევის თემში თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს.

მდინარე გავაზურისწყლის (კავთურის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 19 კილომეტრით.








Print

სტატიის გამოყენების პირობები