ახალი ამბები
ნადარბაზევის წყალსაცავის წყალს 45 სოფელში ელოდებიან
ნადარბაზევის წყალსაცავს წყლით აღარ ავსებენ.

ამის მიზეზი დაზიანებული მილებია, რომელიც წნევას ვერ უძლებს.

მოძველებული სისტემის გამო ზაფხულის პერიოდში სარწყავ წყალს მხოლოდ მცირე რაოდენობით გაუშვებენ.

ადგილობრივი მცხოვრების განცხადებით, ეს წყალი ხურვალეთის მოსახლეობასაც არ ჰყოფნის.

ნადარბაზევის წყალსაცავში გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნადარბაზევთან მდებარეობს.

კომუნისტების პერიოდში დაახლოებით 45 სოფელი ირწყვებოდა. ეს სოფლები მოიცავდა როგორც გორის რაიონს, ასევე ქარელსა და კასპს.

გასულ წელს მომზადებული რეპორტაჟის მიხედვით, მასშტაბური სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მთავრობას თანხა უნდა გამოეყო.

ეს ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამგეობიდანაც მიიღეს.

თუმცა, ამჟამად, სიტუაცია უცვლელია. ის სოფლები, რომლებიც ტირიფონასა და სალთვის არხებზე იყო დამოკიდებული, ზაფხულის პერიოდში წყალს კვლავაც ვერ მიიღებენ, რადგან არხები დე-ფაქტო მთავრობის დაქვემდებარებული ტერიტორიიდან იღებს სათავეს.

ჯერ კიდევ 2014 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წელს ნადარბაზევის წყალსაცავის რეაბილიტაცია მოხდებოდა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები