ახალი ამბები
ხაშურის საარჩევნო კომისიის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ განხორციელება ხაშურში 25 აპრილს დაიწყება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე ესაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრა ხაშურში, სურამსა და ოთხ სოფელში გაიმართება.

შეხვედრების შემდეგ, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება და მოსაზრებებს გამოთქვამენ.

,,პროექტის მიზანს წარმოადგენს ცნობადობის ამაღლება 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, მათი აზრის გაგება და მაქსიმალურად გათვალლისწინება, ამისათვის დარიგდება ფლაერები, სადაც ამომრჩეველი შეძლებს დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რაც საბოლოოდ იქნება გათვალისწინებული ცესკოს მიერ 2017 წლის არჩევნებზე." - აცხადებს იმედო ლაცაბიძე.

პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები