ახალი ამბები
გორში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
დღეს 22 აპრილს გორში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონიძიება ქალაქ გორის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მათ საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ.

აქციას ორგანიზება ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოთა ქსელის“ წარმომადგენლებმა გაუწიეს.

ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორის ირმა კიტრიაშვილის განცხადებით დედამიწის დღის აღნიშვნა უამინდობის გამო ღია სივრციდან დახურულ სივრცეში გადაინაცვლა.

,,მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვს გორის მერიას, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს, საკრებულოს წევრებს და, რაც მთავარია, სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამ ღონისძიებაში ჩაერთვნენ.“- ამბობს ირმა კიტრიაშვილი.

ჩატარდა საინფორმაციო სესია, რის შემდეგაც საინფორმაციო მასალები მონაწილეებს გადასცეს.

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა.

ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.

ღონისძიება გაიმართა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“.




Print

სტატიის გამოყენების პირობები