ახალი ამბები
გორის თეატრის დასი ადანას საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა
დღეს, დილით, გორის თეატრის დასი თურქეთში გაემგზავრა.

სამხატვრო ხელმძღვანელის, სოსო ნემსაძის ხელმძღვანელობით, მსახიობები ადანას საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებენ მონ

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სპექტაკლის "ალუბლის ბაღის" მოგზაურობა თურქეთით იწყება, წლის განმავლობაში კი, შუაგულ ევროპაში გადაინაცვლებს.

,,საქართველოს საზღვრებს გარეთ პირველ წარმოდგენას, თურქეთში 25-27-28 აპრილს გავმართავთ. სპეცალური მიწვევით ჯერ სტამბულში ერთ სპექტაკლს ვითამაშებთ, შემდეგ ადანას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ორი წარმოდგენა გვექნება."- აცხადებს პრეს-სამსახური.

წლევანდელი პირველი მოგზაურობიდან დასი საქართველოში 30 აპრილს დაბრუნდება და "კომედიის ფესტივალის" დასრულებამდე გორში დარჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები