ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციამ მოქალაქე ავტომატის ტარების ფაქტზე დააკავა
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა და 1976 წელს დაბადებული პიროვნებაა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

სამართალდამცველების მტკიცებით, მას პირადი ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 120 საბრძოლო ვაზნა უპოვეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები