ახალი ამბები
საპატიო ყარაული ანატოლი ბიბილოვის წადგენაზე
ცხინვალის ცენტრალურ სტადიონზე 21 აპრილს ანატოლი ბიბილოვი პრეზიდენტად ოფიციალურად გამოაცხადეს.

საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის, ლუგანსკისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცხინვალის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ოფიციალურმა პირებმა ახლადარჩეულ მეთაურს პრეზიდენტობა მიულოცეს.

ანატოლი ბიბილოვს პოსტი საზეიმოდ ლეონიდ თიბილოვმაც გადაულოცა. ის დე-ფაქტო მთავრობას ხუთი წლის განმავლობაში მართავდა.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება საპატიო ყარაულზე და მის წევრებზე გაამახვილეს. სპეციალურ რეპორტაჟში ცხინვალელი სულიკო კეკელიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციისას საპატიო ყარაულში ყოფნა დიდი პატივია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები