ახალი ამბები
კავკასიონზე ვლადიკავკაზი-ცხინვალის დამაკავშირებელი გზა გაწმინდეს
ვლადიკავკაზი-ცხინვალის საავტობილო გზაზე მიმოსვლა აღდგა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით მიიღო.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, კავკასიონზე გამავალ გზაზე პრობლემები შექმნა.

ქვათაცვენისა და ხერხილების გაჩენის საშიშროების გათვალისწინებით, 23 აპრილს, საღამოს 9-ის ნახევრიდან გზა დაიკეტა და მიმოსვლა შეწყდა.

გარდა ამისა, უამინდობის გამო, ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა, რის გამოც, ქალაქ ცხინვალს და დე-ფაქტო მთავრობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები