ახალი ამბები
ცხინვალში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია
ქალაქ ცხინვალში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ოქტომბრის ქუჩაზე ფესვებთან გადატეხილი ხე მანქანას დაეცა.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, დაშავებული არავინაა. მძღოლმა მანქანიდან გადასვლა მოასწრო.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ცხინვალის რაიონის რამდენიმე სოფელი. დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარეობს სარემონტრო სამუშაოები.

წვიმა და ძლიერი ქარი 23 აპრილს  დაფიქსირდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები