ახალი ამბები
სამშვიდობო დიალოგი ნიქოზის მოსახლეობასთან
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობასთან სამშვიდობო დიალოგის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია ,,დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ქალთა ორგანიზაციის წევრებმა  მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ნიქოზი გამყოფ ხაზთან, ქალაქ ცხინვალთან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.

,,დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი" ღონისძიებას შვედური ორგანიზაცია "KVINNA TILL KVINNA:"-ს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაზე ქართულ - ოსურ დიალოგში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები