ახალი ამბები
გორს ისრაელის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ
დღეს, გორში, ისრაელის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსიდან" აცნობეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრები პროგრამის „კულტურათაშორისი დიალოგი და სახალხო დიპლომატია“ ფარგლებში იმართება.

თავდაპირველად, ებრაელი სტუდენტები გორის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში თვითმმართველობის ინსტუტუციურ მოწყობაზე და სერვისებზე.

პროგრამას „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“, ისრაელში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაცია „სპარკ პროსთან“ ერთად ახორციელებს, რომელიც მიზნად ისრაელი - საქართველოს კავშირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები