ახალი ამბები
მოსალოდნელი ყინვების გამო აგრონომები მოსახლეობას რჩევებს აძლევენ
ქართველ ფერმერთა ასოციაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 25-26-27 აპრილს, მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის (-3) გამო, ამინდმა, შესაძლოა, ხეხილი, ვაზი და ბოსტნეული დააზიანოს.

ამის შესახებ გაერთიანების წარმომადგენლები ოფიციალურ გვერდზე, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იტყობინებიან.

,,რეკომენდირებულია ახალგაზრდა ნერგების შეფუთვა. ბოსნეულ კულტურებს შეგიძლიათ გადააფაროთ საფარი, რაც დაიცავს ყინვისგან, ხოლო ზრდასრული ხეხილისა და ვაზისათვის საჭიროა დაბოლება" - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ისინი მოსახლეობას ურჩევენ, რომ ბოსტნეულ კულტურებს გადააფარონ საფარი, რაც დაიცავს მათ ყინვისგან, ხოლო ზრდასრული ხეხილისა და ვაზისათვის საჭიროა დაბოლება შემდეგი ინსტრუქციით:

1. დასაბოლებელი ცეცხლი დაანთეთ გამთენიისას, როდესაც ჰაერში ყველაზე დაბალი ტემპერატურის დაფიქსირდება. 2. მასალის შერჩევა. დასაწვავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩალა და ნამჯის ანარჩენი. აუცილებელია, მასალა დიდი რაოდენობით კვამლს გამოყოფდეს. 3. მასალის განთავსება. დასაწვავი მასალა განათავსეთ ნაკვეთის თავში, შუაში და ბოლოში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლი არ უნდა მოეკიდოს მცენარეს. 4. დაბოლება. დაანთეთ ცეცხლი. შეგიძლიათ გამოიყენოთ საწვავი. აკონტროლეთ, რომ კვამლი ყველა ხესთან იყოს, რათა რომელიმე არ წაიყინოს. მცენარის დაბოლება განაგრძეთ მანამ, სანამ ტემპერატურა არ აიწევს 00-ზე ზემოთ. დაგჭირდებათ:დასაწვავი მასალა; საწვავი; ასანთი. პროექტი მხარდაჭერილია პროგრამის ,,ადამიანი გაჭირვებაში" ფარგლებში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები