ახალი ამბები
შეცდომის გასწორება სტატიაში - ,,მუნიციპალიტეტის ,,ხელფასები" - ზრდა პრემიების ნაცვლად"

 

მართალია, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრებს გაზრდილი სარგოები აქვთ, იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს 2010 წლის მოწვევის საკრებულოზე მიიღეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის განკარგულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტებში სარგოები გაიზარდა. ეს გაზრდილი სარგოები 2014 წლის მოწვევის საკრებულომაც დაამტკიცა. 

 

რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს ახალმა საკრებულომ 2012 წლის მონაცემები არ გაზრდა.

 

სარგოები (2012-2014 წწ-ში):

 

საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი განისაზღვრა 2650 ლარით (2010 წელს იყო 2360 ლარი)

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - 1700 ლარი (2010 წელს იყო 1 100)

კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარე - 1350 ლარი (2010 წელს იყო 650 ლარი)

საკრებულოს აპარატის უფროსი - 1000 ლარი (2010 წელს იყო 700 ლარი)

საკრებულოს უმცროსი საჯარო მოეხელე - 560 ლარი ( 2010 წელს იყო 420 ლარი)

 

ახალ დადგენილებაში საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ადგილი გაჩნდა, რომელიც 2010 წლის დადგენილებაში არ გვხვდება. მისი სარგო 790 ლარია.

 

რაც შეეხება გამგეობას, სარგოები ასე ნაწილდება:

 

მუნიციპალიტეტის გამგებელი - 2 650 ლარი (2010 წელს იყო 2360 ლარი)

გამგებლის მოადგილე 1 300 ლარი ( 2010 წელს იყო 900 ლარი)

გამგებლის თანაშემწე 790 ლარი (2010 წელს იყო 450 ლარი)

სამსახურის უფროსი - 1000 ლარი (2010 წელს  იყო 700 ლარი)

სამსახურის განყოფილების უფროსი - 810 ლარი ( 2010 წლის ჩანაწერში 500 ლარი)

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტი 560 ლარი (2010 წელს იყო 420 ლარი)

გამგებლის წარმომადგენელი (ყოფილი ტ/ორგანოს რწმუნებული) - 790 ლარი (2010 წელს იყო 400 ლარი)

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები