ახალი ამბები
კასპში ძველი ურნები ,,პერიფერიებში" გადააქვთ
კასპში ნაგვის ძველ ურნებს ახლით ცვლიან.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, ,,კეთილმოწყობის" სამსახურის თანამშრომლებმა სულ 150 ცალი ურნა გაანაწილეს.

,,ქალაქში განთავსებული გალვანიზირებული ურნები ახალი ურნებით იცვლება, ხოლო არსებული ურნები დროებით პერიფერიებში განლაგდება" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

პერიფერიად კასპის რამდენიმე სოფელი და ქალაქის გარეუბნები (მაგალითად, ვარჯაანის დასახლება) განსაზღვრეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2016 წლის დეკემბერში წერდა, რომ მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდებს და ურნებს ყიდულობდა.

,განვადებით ვიყიდეთ ორი ნაგავმზიდი და 100 ურნა, რომლის საერთო ღირებულება 156 700 ევროს შეადგენს. თანხის ანაზღაურება სამი წლის შემდეგ დაიწყება და ეტაპობრივად დაიფარება. ნაგავმზიდები 1 იანვრიდან მოემსახურება კასპსა და კასპის რაიონს.“- აცხადებდნენ იმ პერიოდში გამგეობაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები