ახალი ამბები
ვარიანში ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გოგებაშვილის პირადი არქივის მასალები გამოფინეს
ვარიანში იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივის მასალები გამოფინეს.

მასალები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დროებით ჩაიტანეს.

გამოფენა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ვარიანში დღეს ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენელი ზაზა აბაშიძეც იმყოფებოდა. 

,,გამოფენაზე, სახელწოდებით „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვარიანში“ წარმოდგენილი იყო იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან ამოღებული მასალები, ნოე ჟორდანიას სამადლობელი წერილი, დედა ენის შავი ნაწერები, უბის წიგნაკი საყმაწვილო ლექსებით და არქივში დაცული სხვადასხვა ინფორმაცია" - აღნიშნეს სტუმრებმა.

„ძალიან სასიამოვნოა ჩემი ამ ღონისძიებაზე დასწრება, ჩვენ ვალდებულები ვართ ასეთი მნიშვნელოვანი დღეები აღვნიშნოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენად დასაფასებელია იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი დედა ენის და ზოგადად ქართული ენის ისტორიაში“ - განაცხადა დავით ონიაშვილმა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები