ახალი ამბები
გორში მინისტადიონების შეკეთება დაიწყო
ქალაქ გორში, 10 მინისტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო.

ამის შესახებ მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, სადგურის დასახლებაში ჟურნალისტები მიიწვია.

მისი თქმით, მუნიციპალური ფონდის დახმარებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, პროექტი წარმატებით დასრულდება.

,,ტენდერი უკვე დამთავრდა, გამოვლინდა გამარჯვებული და, როგორც ხედავთ, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს" - აცხადებს ჯირკველიშვილი.

ჯამში, 1 მლნ 300 000 ლარი დაიხარჯება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები