ახალი ამბები
რაიონის ტურიზმის ცენტრი საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ემზადება
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრი საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის ცენტრის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოფენის დამთვალიერებლთა სპექტრი დიდია, რადგან მიწველთა შორის, საერთაშორისო ტურ-აგენტები, ადგილობრივი ტურ-ოპერატორები, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიაციების წარმომადგენლები, კორპორატიული ტურიზმის მომხმარებლები და სხვადასხვა ტიპის მოგზაურობის მოყვარულები იქნებიან.

,,ჩვენთან ერთად, გამოფენის და ტურისტული ფესტივალის მონაწილეები არიან: საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული  და ავიასააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმრებისა და სანატორიუმების წარმომადგენლები, ტუროპერატორები, ტურისტული და სამოგზაურო ინვენტარის კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკოტურისტული და საკონსულტაციო კომპანიები, ტურიზმის ცენტრები" - აცხადებს ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე.

მე-19 საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც თბილისში, ,,ექსო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში 27-28-29 აპრილს გაიმართება, სამდღიანი ღონისძიებაა.

ღონისძიებების მხარდამჭერებია: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო,  welcome to Georgia National tourism awards
Print

სტატიის გამოყენების პირობები