ახალი ამბები
,,გაშავებული კაკლის ხე" - ყინვების შედეგს ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან
გორის რაიონის ტერიტორიაზე დაბალი ტემპერატურის გამო გამოწვეულ შედეგებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან.

ამის შესახებ საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მალხაზ ლომსაძე  საუბრობს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, გაყვავილებულ კულტურების 80%-ია  დაზიანებული.

,,დავაკვირდებით 4-5 დღის განმავლობაში, თუ ხემ ყვავილების და ფოთლების ცვენა დაიწყო, ეს  უკვე 100%-იანი დაზიანების მაჩვენებელია" - აცხადებს ლომსაძე.

26-27 აპრილს დილის საათებში ჰაერის ტემპერატურა -3 - 4 გრადუსამდე დაეცა. განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ატამს, ბალს, გარგარს, კაკალს. დაზიანდა ვაზიც.

აგრონომები აცხადებენ, რომ ვაზი ახალ კვირტს გამოიტანს, თუმცა, ეს საშემოდგომო მოსავლიანობის დროს, პროდუქტიული არ იქნება. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები