საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა, ვლადიკავკაზიდან
ცხინვალის გავლით, ძაღლის მიღებაზე უარი თქვეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველი
ირმა მთიულიშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, ვირუსის გადმოტანის შიშით, პოლიციელებმა დაშავებული
ცხოველის გადმოცემა არ ისურვეს.
კიდურებდამტვრეულ ძაღლს სასწრაფო ოპერაცია ჭირდება, რომლის
სამკურნალოდ, თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის წარმომადგენლები მზად
არიან.
საქმე იმაშია, რომ ვლადიკავკაზელმა ერთ-ერთმა მოქალაქემ
ნაავარიები ძაღლი შეიფარა. დაშავებული ცხოველი მის სამსახურთან
აღმოჩნდა. ქალბატონს, რომელსაც ახლობლები თბილისში ჰყავს, გადაწყვიტა
მისი გაგზავნა თბილისის ძაღლთა თავშესაფარში.
როგორც ირკვევა, ვლადიკავკაზში და ცხინვალში ძაღლთა თავშესაფრები
არაა, არც ცხოველების სამკურნალო დაწესებულებია. პირიქით, მიუსაფარ
ძაღლებს ხოცავენ.
,,შემფარებლები ჩვენი თავშესაფრის მეპატრონეს ვლადიკავკაზიდან
დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. რა თქმა უნდა, ბატონი თამაზი
დათანხმდა ძაღლის მიღებასა და გადარჩენაზე, თუმცა პრობლემა ძაღლის
საზღვარზე გადმოყვანაა. თუ ეს დაბრკოლება გადავლახეთ, აუცილებლად
გადავარჩენთ ამ ნაავარიებ ძაღლს." - აცხადებენ თავშესაფარში.
ცხოველთა დაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი ირმა
მთიულიშვილი ამბობს, რომ მოქალაქე, ცხინვალის გავლით, გამყოფ ხაზთან
ძაღლის გამოგზავნას აპირებდა, თუმცა, ბოლო მომენტში ეს მოლაპარაკება
ჩაიშალა. საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და წითელი
ჯვრის საზოგადოებაც ჩააყენეს.
ამ ეტაპზე, გამოსავალი ლარსის გამშვებ პუნქტზე მისი გატარებაა,
რომელსაც ბიუროკრატიული საქმის წარმოება, დოკუმენტების შედგენა და დრო
ჭირდება. დაშავებულ ძაღლის კიდურები კი, დროს, სავარაუდოდ, ვერ
გაუძლებს.
იხ.
ვიდეო
სტატიის გამოყენების პირობები