ახალი ამბები
დირექტივა პოლიციელებს - ძალადობის ნებისმიერ ეჭვზე გამოძიება იწყება
,,თუ საავადმყოფოში დაზარალებული აცხადებს, რომ დაზიანება ან ჭრილობა წაქცევისას, შემთხვევით მიიღო, მაინც სავალდებულოა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოთ"  

ამის შესახებ იმ დირექტივებშია საუბარი, რომელიც ძალოვან უწყებებში პოლიციელებს დაეგზავნათ.

საქმე საქართველოს სისხლის სამსართლის კოდექსის 117-ე; 118-ე; 120-ე; 125-ე და 126-ე მუხლებს ეხება.  

ზემოაღნიშნული მუხლები ითვალისწინებს: ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას; ცემას და ძალადობას.

,,გასული წლების საქმეების ანალიზმა ცხადდყო, რომ გარკვეულ საკითხებმა ხარვეზები წარმოშვა" -აღნიშნულია ე.წ. გაიდლაინში.

გაიდლანის ვერსია ერთ-ერთ გორელ ადვოკატს ჩაუვარდა ჩაუვარდა და აღნიშნავს, რომ გამკაცრებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას თავისი, როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამართალდამცველებმა განსაკუთრებული ყურადღება ოჯახში ძალადობის ფაქტებს უნდა მიაქციონ.

,,ხშირ შემთხვევაში აცხადებენ, რომ დაზიანება არ მიუღიათ ოჯახის წევრისგან ან სხვა ნებისმიერი პიროვნებისგან. მიუხედავად ამისა, გამოძიება ოდნავი ეჭვის საფუძველზეც უნდა დაიწყოს, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები, რაც გამოიკვეთა 2014-2016 წლების სისხლის სამართლის საქმეების ანალიზისას" - აღნიშნულია გაიდლაინში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები