ახალი ამბები
სკრაში მოხუცებს ახალგაზრდები ველოსიპედით მოემსახურებიან
,,გვიყვარხართ ბებიებო, ბაბუებო" - ამ შინაარსის პროექტი ორგანიზაცია ,,ბეთლემის" წარმომადგენლებმა სოფელ სკრაში უკვე დაიწყეს.

სოციალურ აქტივობას ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში", ევროკავშირის მხარდაჭერით, აფინანსებს.

სოფელში და, ასევე, დევნილთა დასახლებაში, ახალგაზრდები მოხუცებს სახლის დალაგებაში, თეთრეულის გარეცხვაში მიეხმარებიან.

ბებიებისთვისაც და ბაბუებისთვისაც კულტურული ღონისძიებებიც მოეწყობა.

პროგრამის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანუკა ფერაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის ველოსიპედების შეძენა იგეგმება, რომლითაც, გაჭირვებაში მყოფი მოხუცების დასახმარებლად გამოიყენებენ.

ასევე, სპეციალურად, შეძენილი იქნება სარეცხი მანქანა.

ბავშვები და ახალგაზრდები მოხუცებთან ველოსიპედებით იმოძრავებენ, შეაგროვებენ თეთრეულს, მიიტანენ ორგანიზაციაში, გარეცხავენ და შემდეგ დაუთოვებულებს დაუბრუნებენ უკან. 

,,ეს პროექტი უკვე დამტკიცდა. ადგილობრივ ორგანიზაციას, ბეთლემს ამისთვის 15 ათასი ლარი გამოეყო. თანხა, ძირითადად, აქტივობებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენაში დაიხარჯება. მოხალისეები ჩაერთვებიან, სრულიად, უფასო და იმედი გვაქვს, რომ ეს იდეა სხვა თემებისთვისაც მისაღები იქნება. ამ ეტაპზე 20 ბენეფიციარი გვყავს გეგმით გათვალისწინებული, თუმცა, შესაძლოა, ეს ციფრი გაიზარდოს" - ამბობს ნანუკა ფერაძე.



გამოყენებულია თემატური ფოტოები
Print

სტატიის გამოყენების პირობები