ახალი ამბები
გუბერნატორის ,,ჯიპში" ზეთის გამოცვლა დაავიწყდათ
შიდა ქართლის გუბერნატორის მანქანას, (,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს") ძრავი დაუზიანდა.

ამის გამო, გუშინ, სასწრაფო წესით შპს ,,მოქნოლისგან" ერთი ცალი  ე.წ. გადაცემათა კოლოფი 1400 ლარად შეიძინეს.

ავტომწარმოებლები ამბობენ, რომ გადაცემათა კოლოფი იმ შემთხვევაში ზიანდება, როდესაც ძრავში ზეთი არ იცვლება.

,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო" კი, შიდა ქართლის გუბერნიამ 100 000 ლარად, 2011 წელს შეიძინა, თანაც, იმავე წლის გამოშვებული.

გადაცემათა კოლოფი ავტომობილის ერთ–ერთი ყელაზე რთული ტექნოლოგიური აგრეგატია, რომელიც ძრავში წარმოშობილ ბრუნთა რაოდენობას სიჩქარედ გარდაქმნის, ასევე, არეგულირებს დგომას, წინა და უკანა სვლის შესაბამის აჩქარებას ან შენელებას.

რა სიხშირით იცვლება გადაცემათა კოლოფის ზეთი? ავტომწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ სრული გამოცვლის შემთხვევაში ზეთის გამოცვლას: ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ყოველ 80.000–100.000 კმ–ზე. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები