ინტერნეტ გამოცემა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" (Qartli.ge)
აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.
სამუშაო ადგილი: ქალაქი გორი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
სარეკლამო აგენტის ფუნქცია/მოვალეობები: ადგილობრივ ბიზნეს
წარმომადგენლებთან დაკავშირება და qartli.ge-ს სარეკლამო/სასპონსორო
პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა (იხილეთ სამუშაოს დეტალური
აღწერა)
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკი: 17 წელს ზევით (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
** საშუალო განათლება (აუცილებელი), უმაღლესი განათლება
(სასურველი)
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა (აუცილებელი)
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე
(არააუცილებელი).
აპლიკაციების მიღების დაწყების თარიღი: 21/04/2017
დასრულების თარიღი: 05/05/2017
აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
შენიშვნა: წერილის სათაური აუცილებლად უნდა შეიცავდეს დამსაქმებელი
ორგანიზაციის სახელს (მაგალითად, ელ. წერილის სათაური: სარეკლამო
აგენტის ვაკანსია - შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი)
აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი: 8 მაისს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება
აპლიკანტთა გადარჩევა);
II ეტაპი: 9-10 მაისს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ
კანდიდატებთან.
შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი გაყიდვის პროცესის
ყოველდღიურ წარმართვაში.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება
არაუგვიანეს 9 მაისისა (09/05/2017).
სარეკლამო აგენტის სამუშაოს დეტალური აღწერა:
** სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო
დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
** მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო
დამკვეთებს.
** წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურად უკავშირდება
პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს
მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი,
პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს
თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
** ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას
(მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის
დასასრულს.
** წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და
შესაბამისად აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას.
** სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის
განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა,
ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და
ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო
მონაცემებს.
** უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით
(კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
** იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება,
ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
** აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების
შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა
ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.
სტატიის გამოყენების პირობები