ახალი ამბები
ტინისხიდში საბავშვო ბაღის რემონტი დასასრულს უახლოვდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღი ფუნქციონირებას დაიწყებს და 60 - მდე ბავშვს მოემსახურება - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, სოფელში საბავშვო ბაგა-ბაღი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

ახალი ობიექტები სოფელში შიდა ქართლის გუბერნატორმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ დაათვალიერეს.

შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი კახა სამხარაძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე სოფელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე არსებულ პრობლემებზე და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ.

გორის მუნიციაპლიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად ხორციელდება, რაც ადგილზე არსებული ვითარების უკეთ გაცნობასა და მოსახლეობის პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები