ახალი ამბები
ახალი სკვერის პროექტი კომბინატელებისთვის
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, შინდისის გზატკეცილზე, ახალი სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შესყიდვების სამსახურიდან აცნობეს.

სამსახურის წარმომადგენლის, მურთაზ შიოშვილის თქმით, ახალი სკვერი, კომბინატში, შინდისის გზატკეცილზე, თარხნიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთასთან მოეწყობა.

არქიტექტურის სამსახურში მაკეტი უკვე შეიმუშავეს.

ტენდერი გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 16 მაისს დასრულდება. სამუშაოების დასრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეა მითითებული.

გამოყოფილია დაახლოებით 40 ათასი ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები