ახალი ამბები
ცხინვალში სოფლის მეურნეობის მინისტრი დააკავეს
ცხინვალში ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მინისტრი ვიტალი ფილიევი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ეჭვმიტანილს ბრალი თაღლითობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მითვისების ფაქტზე წაუყენეს.

ვიტალი ფილიევთან ერთად, ცხინვალის მთავრობის კუთვნილი საწარმო ,,აგროპროსერვისის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯიოევიც დააკავეს.

ვიტალი ფილიევი აღნიშნულ თანამდებობას ორჯერ ფლობდა. პირველად, 1998-2001 წლებში, ხოლო მეორედ - 2015-2017 წლებში.

პარალელურად, იგი ზნაურის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

დე-ფაქტო ხელისუფლების ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ზნაურის რაიონიდანაა. მინისტრი ახალი პრეზიდენტის წარდგენიდან ერთ კვირაში დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები