ახალი ამბები
ფიზიკის ოლიმპიადაში რაიონის მასშტაბით წარმატებული მოსწავლეები გამოავლინეს
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოვლენილი, ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის კულტურის ცენტრიდან აცნობეს.

საუკეთესო 3 მოსწავლე სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

უმაღლესი ქულების მქონე 19 მოსწავლე აბასთუმნის ობსერვატორიაში გაემგზავრება.

ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ.

ჯამში, საჯარო სკოლებიდან 180 მოსწავლე იყო დარეგისტრირებული.

კონკურსი 19 აპრილს ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა მონაწილეობა IX დან XII კლასის ჩათვლით მიიღეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები