ახალი ამბები
,,მის გორი 2017" 15 წლის ვიქტორია ბექაძე გახდა
დღეს ,,მის გორი 2017" გამოავლინეს.

გორის კულტურის ცენტრში ჟიურიმ გამარჯვებულად 15 წლის ვიქტორია ბექაძე დაასახელა.

,,ვიცე მის გორი 2017" კი, მარიამ ბაბუციძე გახდა.

კონკურსი სამოდელო სააგენტო ,,ფავორიტმა", ქალაქ გორის მერიის კულტურის ცენტრის ხელშეწყობით, ჩაატარა.

,,მის გორი 2017" მონაწილეობას, თბილისში, გაერთიანებულ კონკურსში მიიღებს, რომელიც მაისში ჩატარდება.

გაერთიანებულ კონკურსში გამარჯვებული კი, სექტემბერში ბარსელონაში გაემგზავრება, სადაც ,,მის პრინცესა" გაიმართება.

დღევანდელ კონკურსში მონაწილეობა 21-მა გოგონამ მიიღო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ყველა მათგანი გორელია. ასაკი 14-დან 16 წლამდე.

ღონისძიებების მხარდამჭერები იყვნენ Cafe 22 და სილამაზის სალონი Royal Beauty Gori.

Cafe 22 -ისა და სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრ Royal Beauty gori -ის რჩეული მარიამ ჯავახიშვილი გახდა. მას ერთიწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები