ახალი ამბები
სკოლის მოსწავლეებს ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე ესაუბრნენ
დღეს, 29 აპრილს, კასპის მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

,,გენდერის მედიაცენტრის"  და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის წარმომადგნლებმა, მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის კუთხით, საქართველოში არსებული მდგომარეობა გააცნეს.

,,გარდა ამისა, გენდერული დისბალანსის მიზეზები და შედეგები, ქალთა ჩართულობის სტატისტიკა პოლიტიკაში და ბიზნეს-სექტორში; ეკონომიკური აქტივობის და შრომის ანაზღაურების მონაცემები არის ის საკითხები, რომლებსაც მოსწავლეები განიხილეს ტრენერებთან ერთად"  - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

შეხვედრაზე, როგორც ვთქვით, ადრეული ქორწიების თემაზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს; აგრეთვე, ადრეული ქორწინების შედეგებზე და გენდერულ თანასწორობასთან მის კავშირზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები