ახალი ამბები
კასპიცემენტის მანქანებმა კავთისხევი-ახალქალაქის გზის მონაკვეთი დააზიანა (PHOTO)
ასე გამოიყურება კავთისხევი-ახალქალაქის გზის მონაკვეთი ამჟამად.

რაც  კავთისხევის რკინიგზის სადგურთან მდებარე ხიდის (მდინარე მტკვარზე) რეაბილიტაცია დაიწყო, მას შემდეგ, კირქვით დატვირთული მანქანები კასპიცემენტის ქარხნის მიმართულებით, შემოვლითი გზით, კარიერი-კავთისხევი-ახალქალაქი-ჩოჩეთი-მეტეხის გავლით მოძრაობს.

განსაკუთრებით, დაზიანებულია კავთისხევი-ახალქალაქის მონაკვეთი. ეს გზა 2010 წელს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით დაიგო. დაზიანებულია ასევე, მეტეხი-კასპის სამანქანო გზა, სოფელ მეტეხთან. დანარჩენი ადგილები დიდ ტვირთს უძლებს, სავარაუდოდ, შედარებით, ხარისხიანად გაკეთებული ასფალტის გამო.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ნატროშვილი ამბობს, რომ გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ,,ჰაიდელბერგცემენტის" ადმინისტრაციას უკვე ეცნობა.

,,ეს გზა დაზიანდა, სწორედ, კარიერიდან მომავალი მანქანების შედეგად. წერილი, უშუალოდ, კომპანიის ხელმძღვანელობას მივწერეთ. ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია"  - ამბობს ნოდარ ნატროშვილი.

რაც შეეხება კარიერი-კასცემენტის პირდაპირ გზას, რომლითაც სამშენებლო მასალებით დატვირთული მანქანები მანამდე მოძრაობდნენ, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიხსნება.





























Print

სტატიის გამოყენების პირობები