ახალი ამბები
გორში ნაგვის ურნაში ჩაგდებული ლეკვი გამვლელმა გადაარჩინა (PHOTO)
გორში, რკინიგზის დასახლებაში, ლეკვი ნაგვის ურნაში ჩააგდეს.

მისი ხმა გამვლელმა გაიგო და უვნებელი ამოიყვანა.

ნანი კარელიძე ამბობს, რომ პატარა ძაღლი განწირული ხმით ტიროდა.

,,შემთხვევით გავიარე რკინიგზის სადგურზე და ნაგვის ურნიდან ხმა მომესმა, საწყალი განწირული ხმით ტიროდა.ვიღაცამ შეგნებულად ჩააგდო საბრალო ლეკვი.რო ამოვიყვანე სიხარულისგან ორ თათზე დადგა და კუდის ქიცინი დაიწყო" - აცხადებს იგი.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

დღეს, ძაღლი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რკინიგზის სადგურზე ნახა. მას ავტობუსის გაჩერებასთან ეძინა.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს ურნების დაცლის დროს მეტი ყურადღება მართებთ, რადგან მკვდარ ან დასახიჩრებულ ძაღლებს, სწორედ, ნაგვის ბუნკერებში ყრიან.

მიუსაფარი ცხოველები მოსახლეობას ძალიან აწუხებს, განსაკუთრებით, მათი თავშეყრის ადგილებზე. რამდენიმე ადამიანის დაკბენის შემთხვევები დაფიქსირდა. პრობლემები ექმნებათ ბავშვებს ქუჩაში სიარულის დროს.

გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 668 ძაღლი დაიჭირეს.

თავშესაფრის წარმომადგენლების თქმით, ნაწილს კასტრაცია, ხოლო ნაწილს სტერილიზაცია და ვაქცინაცია ჩაუტარდა.

სტატისტიკა ასე გამოიყურება:

დაჭერილია - 668 ძაღლი
სტერილიზაცია გაუკეთდა - 177 ძაღლს
კასტრაცია - 185 ძაღლს
ცოფზე ვაქცინაცია - 590 ძაღლს
გაჩუქებულია - 97 ძაღლი
ქალაქში უკან გაშვებულია - 358 ძაღლი
დაღუპულია 195 ძაღლი, მათ შორის, ლეკვებიც.

ამჟამად, თავშესაფარში 117 ძაღლი და 31 ლეკვი იმყოფება.



დღეს, ძაღლი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რკინიგზის სადგურზე ნახა. მას ავტობუსის გაჩერებასთან ეძინა.












Print

სტატიის გამოყენების პირობები