ახალი ამბები
გამგეობის ჯილდოები 30-მდე მოსწავლეს გადაეცა
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული პროექტების - "საუკეთესო მოქართულესა" და "დედამიწა ჩემი სახლიას," ასევე ფიზიკის ტესტირებაში მონაწილე 30- მდე მოსწავლე-ახალგაზდა დაჯილდოვდა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვარცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ნიჭიერ და კონკურსებში მონაწილე ბავშვებს სიგელები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ, საუკეთესონი ზაფხულში ექსკურსიაზე რაჭასა და აბასთუმანში გაემგზავრებიან. "საუკეთესო მოქართულე" წელს ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ალიმბარაშვილი გახდა, რომელსაც საჩუქრად ბოლო თაობის ამაზონ კინდლი გადაეცა.

კონკურსებში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვები 150-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

პროექტები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და მათ წახალისება-ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება კულტურის ცენტრში გაიმართა და მას გამარჯვებული ბავშვები, მათი პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს გამარჯვება გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა კაპანაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები