ახალი ამბები
4 სოფელში სასმელი წყალი სპეციალური ცისტერნებით გაიგზავნება

 

,,ერთ რეისზე თითო სოფელში უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 000 ლიტრი წყლის მიწოდება. სულ წყლის მიწოდება განხორციელდება კვირაში ორი რეისი" - წერია იმ ხელშეკრულების პროექტში, რომელსაც კასპის კეთილმოწყობის სამსახურს გამგეობის შესყიდვების სამსახურში უმზადებენ.

 

,,მე, რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, ასეთი ტენდერი პირველად გამოვაცხადეთ." - გვითხრა გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ქისიშვილმა. ის ამ თანამდებობაზე წელიწადნახევარია მუშაობს. მისი თქმით, სასმელი წყლის ტრანსპორტირებამდე კომპანიას წყლის ვარგისიანობის შესახებ დასკვნა უნდა ჰქონდეს ხელთ.

 

გუჯა გეჯაძე, კასპის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მუნიციპალურ კომპანიას შესაბამისი ტექნიკა გააჩნია: ,,გვაქვს 3 ტონიანი და 2 ტონიანი ცისტერნები. წყალს კასპიდან და ოკამის რეზერვუარიდან ავავსებთ" - განმარტავს იგი.

 

თბილისი-ლესელიძის მთავარი ავტომაგისტრალის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე სოფლების საერთო სარგებლობის ონკანებში წყალი დამშრალია. 

 

ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ტენდერით გამოყოფილი თანხა, 4 618 ლარი, ორი თვის განმავლობაში, 652 ლიტრ საწვავის შესაძენად დაიხარჯება. მძღოლი და მუშა სიმბოლურად თითო-თითო ლარს ხელფასის სახით მიიღებენ. 4 618 ლარს თუ გამოვაკლებთ დღგ-ს 18% (831 ლარს), დარჩება - 3 787 ლარი. თუ ეს საბოლოო ციფრი, მართლაც, 562 ლიტრ საწვავზეა გათვალისწინებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თითო ლიტრ საწვავში 5 ლარი და 80 თეთრია გათვალისწინებული.

 

კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა კი (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, გამგებელი, მისი მოადგილეები, სულ 6 პირი) 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე, შრომის ანაზღაურების სახით (სარგო+პრემია) ჯამში 87 602 (ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ორი) ლარი მიიღეს. ამ ციფრებში არ შედის დანამატები.

 

კერძოდ: 2013 წ. სექტემბერი - 2014 წლის თებერვლამდე

 

გოჩა გოჩიტაშვილი (5 თვეში) - სულ 21 326 ლარი

ავთანდილ გოგიაშვილი (5 თვეში) - სულ 21 510 ლარი

ხათუნა თათანაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) - (5 თვეში) 13 566 ლარი

ზაზა მოსიაშვილი (გამგებლის მოადგილე) - (5 თვეში) 10 400 ლარი

დალი დავითაშვილი (გამგებლის მოადგილე) - (5 თვეში) 10 400 ლარი

ჯამბულატ ქამხაძე (გამგებლის მოადგილე) - (5 თვეში) 10 400 ლარი

 

სულ 87 602 ლარი.

 

სასმელი წყლით ოთხი სოფლის მომარაგებაზე კი ორ თვეში 4 618 ლარი დაიხარჯება.

 

ზემო რენე —  კოდისწყაროს თემში. მდებარეობს კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრზეკასპიდან დაშორებულია 21 კილომეტრით2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 319 ადამიანი.


ქვემო რენე —  კოდისწყაროს თემში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზეზღვის დონიდან 750 მეტრზეკასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 288 ადამიანი.


ნიგოზა — სოფელი კოდისწყაროს თემში. მდებარეობს კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზეკასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 171 ადამიანი.


ჩობალაური — სოფელი კოდისწყაროს თემში. მდებარეობს კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრზეკასპიდან დაშორებულია 24 კილომეტრით2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 231 ადამიანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები