ახალი ამბები
ქალაქ გორში სასკოლო-თვითშემოქმედებითი ოლიმპიადა იწყება
3, 4 და 5 მაისს,  მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით იმართება სასკოლო-თვითშემოქმედებითი ოლიმპიადა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

კულტურის ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ ქალაქ გორის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

ოლიმპიადას შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ პრიზები და შესაბამისი დიპლომები.

ოლიმპიადის დასასრულს ჩატარდება გალა-კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ყველა სკოლის საუკეთესო ნომერი, გალა-კონცერტზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

წარმოგიდგენთ მონაწილე სკოლების გრაფიკს:

3 მაისი - მე- 2 სკოლა
მე- 4 სკოლა
მე-10 სკოლა
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა-გიმნაზია

4 მაისი - მე-3 სკოლა
მე- 6 სკოლა
სკოლა ,,თამარიონი"

5 მაისი - მე-8 სკოლა
მე- 12 სკოლა
მე- 7 სკოლა
ამერიკული სკოლა
Print

სტატიის გამოყენების პირობები