ახალი ამბები
,,კეთილმოწყობის" სამსახურის ახალი უფროსის პირველი დღე
ქალაქ გორის მერიის ,,კეთილმოწყობის სამსახურს" ერთი თვეა ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

საბიუჯეტო სუბსიდიებზე დამოკიდებულ ორგანიზაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გივი კობახიძე ჩაუდგა სათავეში.

დანიშვნისთანავე 650 ლარად კაბინეტისთვის ახალი ტელევიზორი (H32M2100s) შპს ,,ქებასგან" შეიძინა.

იგივე მარკის ტელევიზორი ,,მეგატექნიკში" 539 ლარი ღირს.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს თვეში ხელზე ასაღები თანხა, როგორც პრეს-სამსახურის აცხადებს, დაახლოებით 400 ლარი აქვთ.

ეს ხელფასი აქვს ხიდისთავში მცხოვრებ ქალს, რომელიც ყოველ ღამე სახლიდან ღამის 2 საათზე გადის და გორში, ქუჩების დასასუფთავებლად, ფეხით მიდის.

ახლად დანიშნულმა დირექტორმა, ასევე, ტექმომსახურების კომპანიაში მანქანა შემოწმებაზე გაატარა. ,,გზისათვის ვარგისიანობის შემოწმება" ბიუჯეტიდან 150 ლარი დაუჯდა. ხელშეკრულებაში და ინვოისში არაა მითითებული, კონკრეტულად რომელ და ვის მანქანას ჩუტარდა გზისათვის ვარგისიანობის შემოწმება.

,,თეგეტა მოტორსისგან" 100 ლიტრი ძრავის შეძენაზე დადო ხელშეკრულება. 50 ლიტრი უკვე ჩაიბარეს, რაშიც 270 ლარი გადაურიცხეს.

ავეჯის აქსესუარებში და საღებავებში 350 ლარი გადაიხადეს. ,,გლობალ ტივის" პაკეტში 95 ლარი ტელევიზორისთვის შეიძინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები