ახალი ამბები
10 000-ლარიანი მიკროფონები საკრებულოში - რაიონის დეპუტატები ერთმანეთს ხმას ვერ აგონებენ
თვითმმართველი თემის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მიკროფონები დამონტაჟდება.

ამის თაობაზე, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა და შესყიდვების სამსახურმა 10 ათასი ლარი გამოყო.

10 000 ლარით, მიკროფონებთან ერთად, ორ დინამიკს შეიძენენ. 

ტექნიკის მიმწოდებელის ვინაობა 4 მაისს გაირკვევა. კომპანიამ მონტაჟი 20 დღეში უნდა დაასრულოს.

რაიონის საკრებულოს წევრთა რაოდენობა სხდომათა დარბაზში 30-ზე მეტია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები