ახალი ამბები
ხურვალეთი-წითელუბნის გზის ტენდერში კომპანიამ 350 ათასი ლარით ნაკლები მიუთითა
ავტობანიდან სოფელ ხურვალეთამდე, ასევე, წითელუბნამდე და შავშვების დევნილთა დასახლებამდე მისასვლელ გზა, ჯამში 5 კმ მანძილი, 120 დღეში უნდა დასრულდეს.

ამის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" - ის წარმომადგენლებმა 350 000 ლარით ნაკლები თანხა მიუთითეს.

გორის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საწყისი ფასი 2 მლნ 210 ათასი ლარი იყო მითითებული.

,,საგზაო სამშენებლო სამმართველომ" კი, გამარჯვების მიზნით, 1 855 ათასი ლარი მიუთითა, რაც თითქმის 355 000 ლარით ნაკლებია.

26 აპრილს ჩატარებულ სხდომაზე, სხვა მონაწილე არ გამოუვლენიათ, რადგან ტენდერში, მხოლოდ, ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

რის ხარჯზე შეამცირა ,,საგზაომ" სატენდერო თანხა, შესყიდვების სამსახურში, ჯერ პასუხი არა აქვთ. ამ ეტაპზე დოკუმენტების შემოწმება მიმდინარეობს. 

საპროექტო დოკუმენტებში მითითებულ ხარჯებსა და კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადებებს შორის სხვაობამ პრობლემა, მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში შექმნა.

კერძოდ, სასმელი წყლის პროექტის სამუშაოებზე ერთ-ერთმა კომპანიამ დაბალი ფასი მრიცხველების ღირებულების შემცირებია ხარჯზე მიუთითა. კომპანიამ ისე მიატოვა სოფელი, რომ მრიცხველები დასამონტაჟებელი დარჩა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები