ახალი ამბები
საათაშვილები ტუალეტიდან სახლში თალასთან ერთად დაბრუნდნენ
ნაზი საათაშვილი, უმცროს ძმასთან ერთად, გაბაშვილის ქუჩაზე, მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში დაბრუნდა.

უფროსი ძმა, ოჯახთან ერთად, სოფელ ხიდისთავში რაიონის გამგეობის მიერ ნაქირავებ სახლში გადავიდა.

პრობლემა თითქმის გვარდება, თუმცა, ამჯერად, გაჭირვებულებმა კიდევ ერთი გაჭირვებული შეიფარეს.

გორის ბაზარში ყველასთვის ცნობილი თალა საათაშვილებმა შეიფარეს. სახლის მეპატრონე გაბრაზდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ნაზი საათაშვილი ძმასთან, თამაზ საათაშვილთან ერთად, გორის ძველი ბაზრის ტუალეტში გადავიდა საცხოვრებლად.

ამის მიზეზი, მეორე ძმის, გია საათაშვილის ოჯახთან წარმოშობილი უთანხმოება გახდა.

მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში 10 ადამიანი ცხოვრობდა: ნაზი საათაშვილი, თამაზ საათაშვილი, გია საათაშვილი - მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად. მეუღლე ფეხმძიმეა მეშვიდე ბავშვს მასიში ელოდება.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ გორის მერია საქმეში ჩაერთო.

სახლის მეპატრონეს გააგებინეს, რომ ნაზი საათაშვილი სახლიდან მისმა უფროსმა ძმამ გააგდო. რეალურად, თვეში 100 ლარიანი სახლი ნაზი საათაშვილს უქირავეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები