ახალი ამბები
სახლიდან გაგდებულ ლაბრადორ ,,ჯინას" ისტორია

 

2 წლამდე ასაკის ,,ჯინას" (ლაბრადორის სახელი - რედ) უმძიმეს ისტორიას ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ყვება:

 

,,ოჯახში სადაც ჯინა გაიზარდა ახალი რძალი შევიდა, რომელსაც ძაღლები სძულს, ოჯახის უფროსმა ძაღლი კასპის ავტოსადგურში ,,აშეინიკით" და პასპორტით დატოვა, აქაოდა ახალ შემოსულ რძალს ვერ ვაწყენინებთო, შემდეგ იქვე ვიღაცას უნახავს და სახლში წაუყვანია. თავიდან ჯინა ძველ პატრონს დარდობდა და საჭმელს არ ჭამდა, ჯინა ახალ პატრონს ისევ კასპში, სასაფლაოზე წაუყვანია და იქ დაუტოვებია. ძაღლი ისევ ქალაქში დაბრუნდა და ლიანდაგებთან დაუდია ბინა. იქვე მატარებლის ქვეშაც მოყვა და სრულიად ჯანმრთელი გადარჩა, ამჟამად, არაფერი აწუხებს.  არის გაწვრთნილი ძაღლი." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

 

მან ფეისბუქის გვერდზე, გაჩუქების შესახებ, ინფორმაცია გამოაქვეყნა. ,,ჯინა"-ს ახალი პატრონი მალევე გამოუჩნდა.

 

ფოტო: ,,ჯინა" ახალი პატრონის მანქანაში

Print

სტატიის გამოყენების პირობები