ახალი ამბები
გამგეობის შერჩევით სტუდენტები სტაჟირებას პოლონეთში გაივლიან
ქალაქ გრიფინოსთან დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, გადაწყდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები სტაჟირებას გაივლიან ქალაქ გრიფინოსა და გრიფინოს მუნიციპალიტეტების თვითმმართველი ერთეულების სხვადასხვა დეპარტამენტში. სტუდენტები სტაჟირებას პოლონეთში გაივლიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ეს საკითხი პოლონეთში მუნიციპალიტეტის გამგებლის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

პირველი შეხვედრა გრიფინოს მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც დავით ონიაშვილი ანსამბლ "მაჩაბელასთან" ერთად "გრიფინოს დღეები 2017"-ში იღებს მონაწილეობას.

ქართველი სტუდენტების პოლონეთში სტაჟირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს პოლონური მხარე დაფარავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები