ახალი ამბები
მეფრინველეობის ფაბრიკა კასპში
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში კასპელმა გივი დემეტრაშვილმა მეფრინველეობის ფერმა გააკეთა. 

მანამდე, ჰოლანდიური ძროხების მოშენება დაიწყო, თუმცა, ამ იდეამ ვერ გაამართლა.

2013 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის შესახებ შეიტყო. მაშინვე გადაწყვიტა მეფრინველეობის ფერმის აშენება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, ამჟამად ადგილობრივ ბაზარს კვერცხითა და ქათმის ხორცით ამარაგებს.

დასაქმეულია 15 ადამიანი.

საწარმოში განხორციელებულია 92 000 ა.შ.შ დოლარის სრული ინვესტიცია, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა შეადგენს 77 000 ა.შ.შ. დოლარს.

აპირებს კასპში ვაშლის ბაღები გააშენოს, რისთვისაც ისევ გეგმავს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროექტებით ისარგებლოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები