ახალი ამბები
სამედიცინო ნარჩენები ხორბლის ყანებთან (PHOTO)
კვერნაკის ქედზე სამედიცინო და ქიმიური ნარჩენები ღიად ყრია.

ამის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა, გუშინ, 3 მაისს გადაიღეს.

სტიქიური ნაგავსაყრელი გორის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტერიტორიაზეა.

ამ ადგილის სიახლოვეს ხორბლის ყანებია.

ამავე ტერიტორიაზე ძაღლების ღია სამარხებია, რომლის თაობაზეც რეპორტაჟი გუშინვე მომზადდა.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ საკითხს მისი სამსახურები დაუყოვნებლივ შეისწავლის.

ფაქტის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქმის კურსში არიან.  





Print

სტატიის გამოყენების პირობები