ახალი ამბები
კასპის დეპუტატის მხარდაჭერით ირაკლი ფირცხალავა კონცერტს მართავს
ირაკლი ფირცხალავა თბილისის Event Hall–ში 2017 წლის 5 მაისს სოლო კონცერტს გამართავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ბიუროდან აცნობეს.

ბიუროს წარმომადგენლის ხატია ბაინდურაშვილის ცნობით, კონცერტი ქვემო ჭალელი, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი დედის დასახმარებლად ტარდება. 

,,ქვემო ჭალაში მცხოვრები, ხუთი შვილის დედა ძალიან მძიმედ არის. კონცერტზე რა თანხაც მოგროვდება, მას გადაეცემა საოპერაციოდ" - აცხადებს ხატია ბაინდურაშვილი.

Event Hall–ის სცენაზე ირაკლი ფირცხალავა საკუთარი ბენდით წარდგება. კონცერტის სახელწოდებაა „მე, შენ, ჩვენ – ერთად ცხოვრებისთვის“ და ის საქველმოქმედოა.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

იხ. სპეციალური ვიდეო-რგოლი
Print

სტატიის გამოყენების პირობები