ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს აჰმეტ ჩაკაევს ხვდება
ლადო ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს აჰმეტ ჩაკაევს შეხვდება.

ნახევარფინალში მან უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი 8-2 დაამარცხა.

ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

,,ევრო 2017"- ზე ოლიმპიური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი 61 კგ წონით კატეგორიაში დღეს ჩაერთო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები