ახალი ამბები
გერმანული კვირეულის დღეები ხაშურის ბიბლიოთეკაში
,,გერმანული კვირეულის" დღეებს ხაშურის ბიბლიოთეკა ღონისძიებებით გამოხმაურა.

,,ლიტერატურული კლუბის" ხელმძღვანელმა მავრა გელაშვილმა სპეციალურ შეხვედრას გაუწია ორგანიზება.

ბიბლიოთეკის წარმომადგენლების ცნობით, ბიბლიოთეკაში გერმანული კულტურის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.

პრეზენტაციები მოამზადეს ბიბლიოთეკაში მოქმედი „ლიტერატურული კლუბის“ წევრებმა თემებზე: გერმანიის სახელმწიფო; ლიტერატურა; არქიტექტურა; ტრადიციები და ღირსშესანიშნაობები; გერმანელი მუსიკოსები.

ღონისძიებას გერმანული ენის სპეციალისტები ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს გერმანიაში მიღებული გამოცდილებები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები