ახალი ამბები
ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ერთი დღით, პედაგოგის საქმიანობა შეითავსეს
ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ერთი დღით, პედაგოგის საქმიანობა შეითავსეს.

აქციაში, სახელწოდებით ,,მოსწავლე მასწავლებელი", ძირითადად, უფროსი ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა გაკვეთილები ქიმიაში, მათემატიკაში, ინგლისურ და რუსულ ენებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ა.შ. ჩაატარეს.

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, კამპანია,,ერთი დღე პროფესიაში" სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეების ორგანიზებით ჩატარდა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები