ახალი ამბები
ოსიაურში ვეზირიშვილების სასახლის სახურავი ჩამოინგრა
სოფელ ოსიაურში ვეზირიშვილების სასახლის სახურავი ჩამოინგრა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.

შენობაში საბჭოთა პერიოდში სკოლა იყო განთავსებული, 70-იან წლებში ეს სკოლა ახალ შენობაში გადავიდა და ეს სასახლე მას შემდეგ ნელ-ნელა ინგრევა.

ვეზირიშვილების სასახლეში თავადი ვეზირიშვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი გიორგის ძე ვეზირიშვილის ოჯახი.

მისი მეუღლე იყო რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და, ბაბალე ბარათაშვილი.

სასახლეში სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა პოეტის მამამ, მელიტონ ბარათაშვილმა და ის ამავე სოფელში, ზღუდერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, სოფლის სასაფლაოზე განისვენებს.

ვეზირიშვილების სასახლეს, 2015 წლის 3 აპრილს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები